უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს. უნივერსიტეტების ხელმძღვანელები უცხოელი სტუდენტებისთვის სასწავლო ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივებას მოითხოვენ.
მზარდი სტატისტიკის ფონზე სხვა ქვეყნებიდან საქართველოში სასწავლებლად ჩამოსვლის მსურველ ახალგაზრდებს არაერთი სირთულე ექმნებათ. შეჩერებულია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ის პროექტიც, რომელიც შარშან უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად შეიქმნა.
უნივერსიტეტეტების რექტორების მიმართვას განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე უპასუხოდ ტოვებს.