12:12 - ასეთი შედეგით დასრულდა ამხანაგური მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე

12:12 – ასეთი შედეგით დასრულდა ამხანაგური მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე. შეხვედრაში, რომელიც თბილისის მერის ინიციატივითა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები, ასევე უცხოელი სტუდენტები მონაწილეობდნენ. ამხანაგურ მატჩში ჩაერთნენ ქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები. გუნდები სიმბოლურად თეთრ და ლურჯ მაისურებში განაწილდნენ.

მატჩის მიმდინარეობისას კი კახა კალაძემ ორივე გუნდის მაისურით ითამაშა. „თანასწორობა“ – ეს არის სლოგანი, რომელიც მოთამაშეებს მაისურზე ეწერათ. ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით ქალაქის მერი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

 

დატოვე კომენტარი