შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ხუთი მოზარდიდან ორს დღის ბოლომდე გაწერენ. სამ ბავშვს კი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.
ექიმების განცხადებით, ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საუბარია ბარათაშვილის ქუჩაზე გუშინ მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც სკოლის ექვსი მოსწავლე დაშავდა. მათგან ერთი გარდაიცვალა.