გიორგი გახარია ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება

ბარათაშვილის ქუჩაზე მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარიას თქმით, საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  ექსპერტიზები უკვე დანიშნულია.

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა. მოსწავლე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. სულ ექვსი მოსწავლე დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.