ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქებას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე, 24 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო პროცესი. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.