ბანერის დაზიანების შემთხვევა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, სათაო ოფისის ფასადის დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველებს მიმართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გუშინ ღამე მათი ბანერი დააზიანეს. ფაქტის მომსწრე ოფისის დაცვის თანამშრომლები გახდნენ. მათი თქმით, ახალგაზრდებმა მიმალვა შეძლეს. პარტიაში ხელისუფლებას მოუწოდებენ წინასაარჩევნო პერიოდის  მშვიდ და თანაბარ პირობებში გამართვა უზრუნველყოს.