ფედერიკა მოგერინი დასავლეთ ბალკანეთში ტურნეს მართავს.
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის მოლაპარაკებების მთავარი თემა რეგიონის ევროპული პერსპექტივა და იქ მიმდინარე რეფორმებია. ევროკავშირი და დასავლეთ ბალკანეთი მაისში სოფიაში დაგეგმილი სამიტისთვის ემზადებიან. თუმცა მანამდე რეგიონის ქვეყნებს არაერთი გამოწვევა აქვთ გადასალახი.