მრავაწლიანი ისტორიის მქონე ვერდის ცნობილი ფესტივალი ღონისძიების ჩატარების ადგილს პირველად იცვლის.
ფესტივალი, რომელიც პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით მელომანს იზიდავს, ექსკლუზიური უფლებით წელს საქართველოში ჩატარდება. პროგრამაშია სამი წარმოდგენა.
ფესტივალი 16 აგვისტოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ბალ-მასკარადის“ პრემიერით გაიხსნება.