თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ბალ-მასკარადი“ 9, 10, 16 და 17 ნოემბერს შესრულდება.
„ტეატრო რეჯიო დი პარმას“ სპექტაკლი თეატრში გასულ ზაფხულს ვერდის ფესტივალზე დაიდგა. მაყურებელთა თხოვნით, ცნობილი იტალიელი რეჟისორის, სცენოგრაფის და კოსტიუმების მხატვრის, პიერ ლუიჯი სამარიტანის „ბალ-მასკარადი“ თბილისში კვლავ ბრუნდება. „ბალ-მასკარადი“ ვერდის ერთადერთი ოპერაა, რომლის მოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება.