ვერდის „ბედის ძალა“ - პრემიერა ოპერაში

საპრემიერო სამზადისია ოპერის თეატრში.

დასი ჯუზეპე ვერდის „ბედის ძალას“ წარმოადგენს. ეს იქნება პირველი შემთხვევა საუკუნენახევრის შემდეგ, როდესაც ოპერა თეატრის სცენაზე სრული ვერსიით იქნება დადგმული. მანამდე ის მხოლოდ ფრაგმენტების სახით, ან საკონცერტო ფორმატით სრულდებოდა. დადგმა პარმის თეატრიდან არის ჩამოტანილი.

დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარია სტეფანო პოდა. სპექტაკლში მონაწილეობენ მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ასევე მოწვეული მომღერლები.

„ბედის ძალის“ პრემიერა 29 ოქტომბერს გაიმართება.