ბახმარომდე მისასვლელი 18 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები. გზა შემოიფარგლა ლითონის ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო გახდა. შემცირდა მგზავრობის დროც.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარით დაფინანსდა.