ბაიდენი ტრამპს აკრიტიკებს

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ატლანტაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. ვიქტორ ორბანზე საუბრისას კი ბაიდენმა თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს დემოკრატიის მუშაობის არ სჯერა.