ჯო ბაიდენის ნაცვლად შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი იბრძოლებს.
მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საარჩევნო მარათონში მის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს, რომელსაც „დემოკრატების“ პრაქტიკულად ყველა ფრთამ მხარი დაუჭირა. ბაიდენი გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად კვირის ბოლოს ილაპარაკებს. გამოქვეყნებულ წერილში მან აღნიშნა, რომ ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო პრეზიდენტობა. მალევე ბაიდენს „რესპუბლიკელების“ ნაწილმა პოსტის დატოვებაც მოსთხოვა.