ბაღის დემონტაჟი

დიღმის მასივში ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო.

№ 19 დაწესებულება მეოთხე კვარტალში მდებარეობს. აღნიშნულ უბანს 2021 წლისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. ახალი ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ნახევარ ლარზე მეტია გამოყოფილი და 250 აღსაზრდელზეა გათვლილი. დემონტაჟის სამუშაოებს და ახალ პროექტს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.