ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი

დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო.

დაგეგემილია, რომ ბაღი 300-მდე ბავშვს უკვე შემოდგომაზე მიიღებს. საბავშვო ბაღის მშენებლობას, საფუძველი თბილისის მერმა ჩაუყარა. კახა კალაძის განცხადებით, შენობა სრულად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით. ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის 2019 წლის ბიუჯეტიდან 50 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. უკვე დაწყებულია 9 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა.