დედაქალაქის საბავშვო ბაღებში ღვინის შეფუთვით შეტანილ რძეს ლაბორატორიული შემოწმება უტარდება. თავად შეფუთვა კი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. განცხადება ამის შესახებ მერის მოადგილემ გააკეთა. მისი განმარტებით, მიმწოდებელ კომპანიას შესაბამისი ეტიკეტების მარაგი ამოეწურა და რძე ამიტომ მოხვდა ღვინის შეფუთვაში.
ბაღებში კვების რაციონის შემცირებაზე და რაციონიდან პურისა და ხორცის ამოღებაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი და მერის მოადგილე კატეგორიულად უარყოფენ. მათი განმარტებით მენიუ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების მიერ შემუშავდა და ის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. რაც შეეხება ხორცისა და პურის რაციონიდან ამოღებას, კახაბერ გვანცელაძე ამ ინფორმაციასაც უარყოფს.