გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იკითხება. თეონა თამაზაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მის მიერ 30 აგვისტოს გაკეთებული განცხადების თაობაზე იკითხება. გარდაცვლილის დედამ თქვა, რომ მისი შვილის დაღუპვა იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემის გაშიფვრას უკავშირდება, კერძოდ იარაღით ყარაბაღის ომის მომარაგების სქემის გაშიფვრას, რა დროსაც გარდაცვლილის დედის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია სამი ქართველი ჩინოსნის მაკომპრომეტირებელ ფაილებში. ამ განცხადების შემდეგ, თეონა თამაზაშვილი პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.