მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა და მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა ბაჩალიაშვილების ოჯახის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა. რამიშვილის განცხადებით, მას აქვს ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყებას საქმიდან მისი ჩამოცილება სურს. ასევე ადვოკატის ცნობით, ის აპირებს გააცნოს გამოძიებას მის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი პირის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მისი თქმით სუს-ის ყოფილი თანამშრომელია და მას წლების წინ კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. სხვა დამატებით დეტალზე ადვოკატი არ საუბრობს. მისი თქმით, რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.