რა ფორმით მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნება“. საკითხზე მმართველ გუნდში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, უმრავლესობის ნაწილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის წინააღმდეგია და ითხოვს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლოა, პარტიის წევრებსა და ამომრჩეველში დაბნეულობა გამოიწვიოს. ხუნდაძეს პარტიის ხელმძღვანელობაში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.