აზიური ფაროსანას განადგურების გზები

როგორ შეიძლება აზიური ფაროსანას განადგურება? საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მავნებელი მწერის წინააღდეგ ბრძოლის მეთოდებზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სპეციალისტები მუშაობენ.

პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად ქვეყანაში ისეთი სახეობის მწერის ხელოვნური გავრცელება სახელდება, რომელიც მავნებელს გარემოშივე გაანადგურებს. ასეთი კი, შეიძლება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური კრაზანა იყოს. თუმცა, ეკოსისტემაში უცხო სახეობის შემოყვანას რისკებიც ახლავს.

დარგის სპეციალისტებს მარიამ ბერძენიშვილი ესაუბრა.