აზერბაიჯანში პრეზიდენტს ირჩევენ.
ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის.
საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ილჰამ ალიევმა.
9 მილიონიან აზერბაიჯანში არჩევნებში მონაწილეობის მიღება 5.2 მილიონ მოქალაქეს შეუძლია.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიხურება.
წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.