აზერბაიჯანის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს

10:39, 09.04.2018

აზერბაიჯანის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, 14 აპრილს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ინფორმაციას „სახალხო ფრონტის” ლიდერი , ალი კერიმლი ავრცელებს.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილსაა დაგეგმილი. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ , „სახალხო კრებამ” , „სახალხო ფრონტმა” და „მუსავატმა” არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

პრეზიდენტის პოსტისთვის 8 ადამიანი იბრძოლებს. მმართველი პარტიის კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი , ილჰამ ალიევია.

მსგავსი