საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს. პირველი შეხვედრა მან ქართველ კოლეგასთან გამართა. შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე ილია დარჩიაშვილმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა განხილულ საკითხებზე მედიასთან ისაუბრეს. მათი განცხადებით, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასა და პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს ის პროექტები, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის ჩართულობით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.