„საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო“, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევმა, ამის შესახებ ჯებრაილის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა. მისი თქმით, სომხეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და პრინციპი, დაიკავა აზერბაიჯანის მიწების დაახლოებით 20 პროცენტი, გაატარა ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, გაანადგურა აზერბაიჯანის ყველა ქალაქი და სოფელი. ალიევის განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფი იყო დაკავებული ამ შემთხვევების დაფარვით, გარკვეულწილად ამართლებდა სომხურ ოკუპაციას და უბიძგებდა აზერბაიჯანს დამამცირებელი მშვიდობისკენ.