აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ილჰამ ალიევისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის დეტალები ქვეყნდება, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ილჰამ ალიევის განცხადებით, არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში. ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით მიიწვია აზერბაიჯანში, საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა თბილისში მიიწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.