აზერბაიჯანი-საქართველო - დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე
საზეიმო მიღებითა და კონცერტით აღინიშნება თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობაა ჩამოყალიბებული. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ჰუმანიტარულსა და კულტურულს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.