აზერბაიჯანი-საქართველო – დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე

18:23, 26.12.2017

საზეიმო მიღებითა და კონცერტით აღინიშნება თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობაა ჩამოყალიბებული. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ჰუმანიტარულსა და კულტურულს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

მსგავსი