არაერთი დაპირების მიუხედავად ინტეგრირებულ თეატრალურ დასს ისევ შენობის პრობლემა აქვს.
თეატრ „აზდაკის ბაღს“ სარეპეტიციო სივრცე დროებით ამჯერად ხორავას თეატრმა გამოუყო.
საუბარია თეატრზე, სადაც სპექტაკლებს პროფესიონალი მსახიობები და შშმ პირები ერთად დგამენ.
სამწლიანი ისტორიის მქონე დასს რამდენიმე ფესტივალშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ახლა მისი არსებობა საფრთხის ქვეშ დგას.
შენობის პრობლემის გადაჭრას ბოლოს თეატრს პარლამენტიდან და თბილისის მერიიდანაც დაჰპირდნენ, თუმცა პირობა პირობად დარჩა.