„აზდაკის ბაღი“

სივრცე, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს; უზნაძის ქუჩის 25 ნომერში განთავსებული აზდაკის ბაღის ინტეგრირებული თეატრი უკვე მეორე წელია, მაყურებელს სპექტაკლებს სთავაზობს. თუმცა, 2018 წლიდან თეატრის არსებობას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

საქველმოქმედო დანიშნულების თეატრისთვის მცირე ფართი დროებით არის ნაქირავები. ხელშეკრულების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება, დასს კი, ქირის გადახდის საშუალება არ გააჩნია. არადა, ენთუზიაზმზე მომუშავე მსახიობებისთვის ინტეგრირებული თეატრი ის ადგილია, სადაც თავს ბედნიერად გრძნობენ და მაყურებელსაც სიხარულს ანიჭებენ.

აზდაკის ბაღის თეატრს ლიზა ციციშვილი სტუმრობდა.