კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საქართველოს დაახლოებით მილიონამდე მოქალაქეს აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება. პროექტის მიხედვით, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე იზრდება. შეიქმნება აზარტული თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია. პროექტით, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისთვის სავალდებულო ხდება ყოველწლიურად მოთამაშეთა ხელახალი ვერიფიკაციის განხორციელება. კანონპროექტს უარყოფითად აფასებს ოპოზიცია, ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, აღნიშნული კანონპროექტი ადამიანის უფლებებსაც არღვევს, შესაბამისად, მისი შეცვლა აუცილებელია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტს დიდი ხანია ელოდება მოსახლეობის დიდი ნაწილი და ის მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პრობლემის დასაძლევად.