აზარტული თამაშების რეკლამა და საკანონმდებლო ცვლილებები

საქართველოს პირველი არხის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ეროვნული ბიბლიოთეკაც უერთდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, აზარტული თამაშების რეკლამირებაზე ბიბლიოთეკაც უარს ამბობს. სწორედ სათამაშო ბიზნესის სფეროში რეგულაციების გამკაცრებას და რეკლამირების კუთხით შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს პარლამენტში ინიცირებული ორი სხვადასხვა კანონ-პროექტი, რომელთა განხილვა წლის ბოლომდე იგეგმება. თუმცა უცნობია, დაუჭერს თუ არა მსგავსი ინიციატივის ერთხელ უკვე ჩავარდნის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო მკაცრ რეგულაციებს ამჯერად მხარს.

ვიდრე პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე აზარტული თამაშების სფეროზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობას ხელისუფლებას აქციით შეახსენებენ.