პარლამენტი აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომლებიც სათამაშო ბიზნესს თამაშის ახალ წესებს უწესებს, დაბეგვრის რეჟიმს უცვლის, მოთამაშეთა ასაკობრივ ზღვარს 25 წლამდე ზრდის და რეკლამირებას ზღუდავს, ამ სფეროდან არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრას სათამაშო ბიზნესის სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც მოსალოდნელ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ სპორტის და სპონსორების შეწყვეტას აანონსებენ. დარბაზში იმყოფებიან მედიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ცვლილებების მიმართ ასევე პრეტენზიები აქვთ. მოსალოდნელ შეზღუდვებს ეთანხმებიან არასამთავრობო სექტორში.