სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი ბენეფიციარების ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. ანგარიშის თანახმად, დაარსების დღიდან, ათი წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ დაფინანსდა 11,000-მდე პროექტი და 60 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. სააგენტოს მიერ გაცემულ ერთ ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი, 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიზანია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ქართული ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. პრეზენტაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა წარადგინა.