ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა და სამი მგზავრი დაშავდა.
დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.