ავტომობილებს, რომლებსაც არ აქვთ გავლილი ტექდათვალიერება, ჭკვიანი კამერები გამოავლენენ

ავტომობილებს, რომლებსაც არ აქვთ გავლილი ტექდათვალიერება ჭკვიანი კამერები გამოავლენენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლისთვის ამ ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს. მიზეზი აღსრულების მიმართულებით არსებული პრობლემაა. უწყებაში აცხადებენ, რომ საპატრულო ეკიპაჟების არსებული რაოდენობა საფრთხის შემცველი ავტომობილების გამოვლენა-დაჯარიმებას სრულად ვერ უზრუნველყოფს.

არსებული მონაცემებით დღეისთვის შემოწმების შემდეგ გადაადგილება აეკრძალა 1500-ზე მეტ მანქანას. სპეციალისტების შეფასებით კი, საქართველოში გაუმართავი ავტომობილების რაოდენობა გაცილებით მეტია.