24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს და მრევლს ქადაგებით მიმართავს. ილია მეორის უშუალო ჩართულობით, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. მანამდე კი, 100 წელზე მეტ ხანს დაკარგული ავტოკეფალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა.
457 წელს მიღებული ავტოკეფალია, ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის იმპერიის დროს, 1811 წელს დაკარგა.