ავარიების მძიმე სტატისტიკა.
კანონმდებლობის გამკაცრება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა და დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი წინა წლის მაჩვენებლებს აჭარბებს. სტატისტიკის მიხედვით, იზრდება ახალგაზრდა მძღოლების მიზეზით მომხდარი ავარიების რიცხვი. მთავარ პრობლემად კანონის აღსრულება სახელდება. საგზაო უსაფრთხოების თემებზე მომუშავე ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ აღსრულების კონტროლი გამკაცრდეს. ხელისუფლების ოპონენტები იმ უწყებათშორისი კომისიის არაეფექტურობაზეც მიუთითებენ, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებული საგზაო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესრულებაზეა პასუხისმგებელი.