ავარიების სტატისტიკა გაზრდილია.
2023 წლის მონაცემები წინა წლის მაჩვენებლებს აჭარბებს. თუ 2022 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებმა 430 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შარშან 442 მოქალაქე დაიღუპა. შემთხვევების უმეტესი ნაწილი თბილისზე მოდის. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მსხვერპლით დასრულებული ავარიების უმეტესი ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია. კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, მაღალია საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის სტატისტიკაც. ექსპერტების მოთხოვნაა, რომ მართვის მოწმობის ქულათა სისტემა ვიდეო-კამერების სისტემაზე იყოს მიბმული.