ავიამიმოსვლის შეჩერება და რუსი ტურისტების მხრიდან საქართველოს დატოვების მოთხოვნა

ავიამიმოსვლის შეჩერება და რუსი ტურისტების მხრიდან საქართველოს 8 ივლისამდე დატოვების მოთხოვნა. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პუტინის გადაწყვეტილებას. უკვე გაუქმებულ ჯავშნებზე მიუთითებენ სასტუმროების მეპატრონეები. ექსპერტები კი ქვეყანაში შემოსვლის ალტერნატიულ გზებზე საუბრობენ.

კრემლის პირველი პირის მოთხოვნას მისივე თანამოქალაქეების მხრიდან უკვე მოჰყვა ნეგატიური შეფასება. რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს. ამ დროისთვის 3500-ზე მეტი ხელმოწერაა, რომლის ადრესატიც ვლადიმერ პუტინია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი და მოქალაქეთა ეკონომიკური კეთილდღეობა დაიცვან.