რისკისშემცველია კასპის რაიონის სოფელ წინარეხის ერთადერთ საჯარო სკოლაში სიარული.
1882 წელს აშენებულ შენობაში სარემონტო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა.
სწორედ მძიმე სასწავლო პირობები გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივთა ნაწილმა წინარეხი დატოვა.
ვაკო ორმოცაძე დაინტერესდა, როდის ექნება სოფელს ახალი სკოლა.