ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა

ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 15 ხიდის, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. პროექტის ღირებულება 31 მლნ ლარს შეადგენს. თორნიკე რიჟვაძე ადგილზე სამშენებლო პროცესს გაეცნო. ავარიული სახლების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ათ ადგილას ახალი კორპუსები შენდება, 11 მისამართზე კი გამაგრებითი პროცესი მიმდინარეობს.