მიწისძვრის გამო, ბათუმში, მაიაკოვსკის 55-ში მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებმა შენობა დატოვეს. მათი თქმით, ბზარების რაოდენობა გაიზარდა. ადგილობრივები უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ითხოვენ. ამ მიზეზით კი არაერთი აქციაც გამართეს, თუმცა უშედეგოდ. ავარიული კორპუსის მაცხოვრებლებს ბათუმის მერიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ.
მუნიციპალური სერვისების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ ოჯახებს ალტერნატიულ ფართში დღესვე გადაიყვანენ, სამომავლოდ კი მათთვის ახალი საცხოვრებელი შენდება, თუმცა მშენებელმა კომპანიამ მასზე დაკისრებული მოვალეობა ბოლომდე არ შეასრულა და მიდის სამართლებრივი დავა.