60 ოჯახი, რომელსაც შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება.
ბათუმში, გორგილაძის 86 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას და სასწრაფო ევაკუაციას ითხოვს. სახლის საყრდენი კედელი ჩამონგრევის პირასაა.
როგორ აპირებს ქალაქის მერია ადგილობრივების დახმარებას, ამ საკითხზე ბათუმის მთავრობას კონკრეტული პასუხი არ აქვს.
მერია ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რომლის ჩასატარებლადაც სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მოსახლეობამ თავად მიმართა.