ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში.
ტრაბზონში გამთენიისას მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოყვა. ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, – სეზონზე დროებით მომუშავე მუშები, – გადაჰყავდა. როგორც საქართველოს საკონსულოში პირველ არხს განუცხადეს, დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი ტრაბზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ცნობით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მამაკაცი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ასევე გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს მისი მეუღლე. შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მესამე მოქალაქეს. რაც შეეხება მიკროავტობუსის მძღოლს, ის დაკავებულია და დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.