თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – გარდაცვლილია 35 წლამდე მამაკაცი. ამასთან, დაშავდა მანქანაში მყოფი ორი მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ფორდ ტრანზიტი“ შეეჯახა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება უკვე სწავლობს.