აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების განცხადება

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები დახურული ცენტრის გახსნას და თერაპიების აღდგენას მოითხოვენ. ცენტრი ილიას უნივერსიტეტის C კორპუსში იყო განთავსებული და შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, სექტემბერში დაიხურა. მშობლების თქმით, ბავშვების ფსიქოლოგიური და მენტალური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. მათ ბახტრიონზე მდებარე „ევექსის“ ფართის დათმობაზე ისაუბრეს თუმცა, მოლაპარაკებაში ჩართულები არიან მხოლოდ თერაპევტები და პირადად მათთან კომუნიკაცია არ არის.