აუტიზმის ეროვნულ ცენტრს ახალი კოტეჯი ექნება

აუტიზმის ეროვნულ ცენტრს ახალი წლისთვის კიდევ ერთი კოტეჯი ექნება.

კოტეჯის მშენებლობას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „თეთრი კვადრატი“ ახორციელებს, რომელიც სრულად დაფარავს მშენებლობის ხარჯს და 15 წლის ზემოთ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრად კიდევ ერთ კოტეჯს გადასცემს. აუტიზმის ეროვნული ცენტრი რეგიონული მასშტაბის ერთადერთი ცენტრი იქნება საქართველოში, რომელიც 15 წლის ზემოთ მქონე აუტისტური სპექტრის მოზარდებს მოემსახურება. ცენტრისთვის 2017 წელს მიწა თბილისის მერიამ გამოყო და მის მშენებლობას ორგანიზებას უწევს მშობლების მიერ დაარსებული ფონდი. ამჟამად ცენტრის ტერიტორიაზე აშენებულია ორი კოტეჯი.