„აუდიტორია 115-ის“ წევრები თსუ-ს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებას ითხოვდნენ

ხმაური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებას ითხოვდნენ აუდიტორია 115-ის წევრები, თუმცა, მათ ამის საშუალება უნივერსიტეტის დაცვამ არ მისცა.

ამის მიუხედავად, ერთ-ერთმა მათგანმა მაინც მოახერხა დარბაზში შეღწევა და რექტორის სიტყვით გამოსვლის დროს ხმამაღლა აცხადებდა, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური ღონისძიება, რადგან სტუდენტებს დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. სწორედ ამას მოყვა დარბაზში მცირე ხმაური და სტუდენტი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დარბაზიდან გამოიყვანეს.

აუდიტორია 115-ის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას სტუდენტებთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს უთქვამს. მისივე განმარტებით, ღონისძიებაზე დამსწრეთა სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია.