აუდიტის შედეგები

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ pro v&v-მა შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა. შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა. აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში პასუხს სცემს ყველა გავრცელებულ მითს, დეზინფორმაციას თუ კითხვას, რომელიც ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებობს.