გარე აუდიტის დასკვნა ცნობილია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს გარე აუდიტის დასკვნაზე იმსჯელა. დოკუმენტი 2020-2021 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტს, შესყიდვების აუდიტს და საგადასახადო აუდიტს მოიცავს. ყველა მიმართულებით აუდიტმა მუშაობა დადებითად შეაფასა და დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
აუდიტის დოკუმენტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.